ჩქვალერის ადმინისტრაციული ერთეულში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

12/10/2017

ჩქვალერის ადმინისტრაციული ერთეულის, ლეშამგეს უბანში შეძენილ იქნა კერძო სახლი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისათვის. სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია ეზოს კეთილმოწყობის ჩათვლით.
სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული ინდ.მეწარმე ,,იმედი ხარჩილავა.“
სამუშაოები მიმდინარეობს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანადაფინანსებით. ღირებულება შეადგენს 84 ათას 625 ლარს.
ლეშამგეს უბნის საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დასრულდება 2018 წლის მარტის ბოლოს.. ახალი საბავშვო ბაღი გათვლილია 40-50 აღსაზრდელზე. სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა სევერიანე შეროზიამ და გამგეობის ურბანიზაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა გია შელიამ,

Tweet about this on TwitterShare on Facebook0