ჩოხატაურში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

01/10/2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ, გურიის მხარის რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, რწმუნებულის მოადგილემ აკაკი შენგელიამ და ჩოხატაურის მერის მოადგილემ თამაზ ჯინჭარაძემ, სოფელ ქვენობანში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში აშენდება 28 003 გრძივი მეტრი გაზსადენი. სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება და ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 302 აბონენტს მიეცემა. პროექტს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გაზის ტრანსპორტირების კომპანია, გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში ახორციელებს და მისი ჯამური ღირებულება 602 381 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0