გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთი მოისწრაფეშვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე და ქონების მართვის, ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე აკაკი ყაჭეიშვილი შეხვდნენ კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს ალექსანდრე ონოფრიშვილსა და სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსს იოანე მენაბდეს. მოინახულეს პოტენციური საკურორტო ზონები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე:
ფარცხმის ტყე-პარკი და სანისლია. ფარცხმის ტყე-პარკი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი იყო როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომლის აღდგენის შემთხვევაშიც კიდევ ერთი საინტერესო ადგილი მოინიშნება გურიის ტურისტულ რუკაზე. სანისლია გამოირჩევა თბილი წყლებით და სხვადასხვა დაავადების სამკურნალო თვისებებით ხასიათდება.
შეხვედრაზე იმსჯელეს აღნიშნულ ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ბალნეოლოგიური კურორტის განვითარებაზე.
“ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისთვის ტურისტული ზონების განახლება და ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.”-დავით შარაშიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი.