ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები განახლდა

14/05/2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები განახლდა. გურიის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე აკაკი შენგელია და ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში განახლებულ, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ. დაბა ჩოხატაურში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ჩოხატაურის ცენტრში იუსტიციის სახლი შენდება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობას სხვადასხვა სახელმწიფო სერვისებზე ერთ სივრცეში წვდომა ექნება. ასევე, აქტიურ ფაზაშია კოხნარის თემში ინფრასტრუქტურული პროექტებიც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0