ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს

01/02/2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, საკრებულოს წევრებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად, ბასილეთის, ხიდისთავის, წიფნაგვარას, ჭაჭიეთისა და მეწიეთის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებთან საუბარში გამოიკვეთა სოფლებში განსახორციელებელი პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები. სოფელ ბასილეთის მოსახლეობამ შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია, გზისპირა მოსაცდელის აშენება და გარე განათების ქსელის გაფართოება გადაწყვიტა. ხიდისთავში, მილხიდების მოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია დაიგეგმა. წიფნაგვარას, ჭაჭიეთისა და მეწიეთის მოსახლეობამ, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია მიიჩნია პრიორიტეტად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0