ჩვენ ჩრდილოატლანტიკურ ოჯახთან ერთად, შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილი ვიქნებით

07/11/2016

ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩრდილოატლანტიკურ ოჯახთან ერთად, შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილი ვიქნებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
პრემიერის თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში საქართველო ჩართულია, რაც ნატოს სამიტზე განისაზღვრა და მას შემდეგ, ამ მიმართულებით, კონსულტაციები არ წყდება.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, საქართველო, შესაძლოა, პატრულირებასა და სხვა ასეთი ტიპის ოპერაციებში ჩაერთოს.
„ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს პროცესი ნატოში ჩვენი ინტეგრაციის განუყოფელი ნაწილია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0