ნატო ვარშავის სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის დემონსტრირებას მოახდენს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვარშავის საექსპერტო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„სამიტზე კიდევ ერთხელ მოხდება დემონსტრირება, რომ ნატო-ს კარი ღიაა. ჩვენ საქართველოსა და უკრაინასთან ვმუშაობთ, როგორც ახლო პარტნიორებთან. მხარს ვუჭერთ მათ რეფორმებს ნატო-ს სტანდარტების მისაღწევად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, არსებითი პაკეტი და ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი მნიშვნელოვანი სიგნალია ნატო-ს მხარდაჭერისა საქართველოსთვის.
„ჩვენ საქართველოს პროგრესს მივესალმებით“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.