ჩვენ ზოგადად ღია და გახსნილი ვართ თანამშრომლობისთვის ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აპირებს თუ არა „ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარესთან, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილ ლიდერ დავით უსუფაშვილთან თანამშრომლობას.
„ჩვენ ზოგადად, რა თქმა უნდა, ღია და გახსნილი ვართ თანამშრომლობისთვის ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების მიმართ. ეს თანამშრომლობა შეიძლება შედგეს სხვადასხვა ფორმატში“, – განაცხადა კობახიძემ.