ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან ერთად ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრ “განთიადს” ესტუმრა და აღსაზრდელებს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მიულოცა. მერმა დღის ცენტრის ბენეფიციარებს ტკბილეული გადასცა და სამახსოვრო ფოტო გადაიღო.
დღის ცენტრის აღსაზრდელებმა ბოლნისის მერს საკუთარი ხელით დამზადებული ბლოკნოტი უსახსოვრეს. საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი “განთიადი”, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტის შესაბამისად, 2009 წლიდან ფუნქციონირებს. ცენტრში ამჟამად 21 აღსაზრდელი ირიცხება, რომლებიც ინკლუზიურ სწავლებას გადიან.
“დღეს, საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელებს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მივულოცეთ. ჩვენ ვცდილობთ, თანასწორი გარემო შევქმნათ და ამ ადამიანების საზოგადოებაში სრულ ინტეგრაციას ხელი შევუწყოთ. ამ მხრივ ბოლნისის მუნიციპალიტეტი არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებს და მომავალში ამ სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესებას ვგევმავთ. მინდა ვისურვო, ისეთ საზოგადოებაში გვეცხოვროს, სადაც ქრომოსომებს არასდროს დაითვლიან”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.