ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი არჩევნები

21/04/2016

ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი არჩევნები, რომლის შედეგებიც რასაკვირველია, პროგნოზირებადი არ უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

”ჩვენ მივდივართ წინ, მიუხედავად გარკვეული გარე თუ შიდა პრობლემებისა. 2012 წლამდე ხდებოდა რეჟიმების შეცვლა საქართველოში, მაგრამ არა არჩევნების გზით. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 2012 წელს ქართველმა ხალხმა მიაღწია ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას, რაც გაუტოლდა რეჟიმის ცვლილებას. 2012 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში ჩატარდა თავისუფალი არჩევნები, თანასწორ გარემოში, ადგილობრივი და საპრეზიდენტო. წელს კი ამას შეავსებს საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი არჩევნები, რომლიც შედეგებიც რასაკვირველია პროგნოზირებადი არ უნდა იყოს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველოს სჭირდება არჩევნები, სადაც არ ხდება ცენზურა ახალ ამბებზე და სადაც თითოეულ კანდიდატისთვის ხმის მიცემის საკითხს ადამიანებს ვიღაც არ უბრძანებს.
პრემიერის განცხადებით, საქართველო ელოდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ არჩევნებზე მონიტორინგის განხორციელებას ორი მიზეზის გამო – პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თბილისს ყოველთვის მათი იმედი გვქონდა ამ მიმართულებით და მეორე, არჩევნები, რომელიც 2016 წელს გაიმართება, უნდა იყოს გამჭვირვალე, თანაბარ გარემოში წარმართული.

”ჩვენ გვსურს, რომ თქვენც აღიაროთ ის შედეგები, იმის მიუხედავად, რა იქნება ის”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0