ჩვენ გვაქვს ძალიან მზარდი მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან

29/06/2018

“ჩვენ გვაქვს ძალიან მზარდი მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ყოველდღიურად ვღებულობთ ძალიან პოზიტიურ გზავნილებს, რისი დადასტურებაც არის ასევე გუშინ ლიეტუვას პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსს” – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნული რეზოლუციის შესახებ დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

28 ივნისს ლიეტუვის სეიმმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის მეათე წლისთავთან დაკავშირებით.

„ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან არაერთხელ იყო გაცხადებული მოლოდინი, რომ ის პოზიტიური რეფორმები თავდაცვის, პოლიტიკის, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით, ეკონომიკური მიმართულებით და ასევე, ის კონტრიბუცია, რომელიც საქართველოს შეაქვს გლობალურ უსაფრთხოებაში, იქნება შესაბამისად ასახული ღია კარის პოლიტიკის ჭრილში” – ბრიუსელის ნატო-ს სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0