ჩვენ გვაქვს უფრო მეტი ამბიცია და ძალიან მიზანდასახულად მივდივართ წინ

27/03/2017

ჩვენ გვაქვს უფრო მეტი ამბიცია, უფრო მეტი გეგმები და ძალიან მიზანდასახულად მივდივართ წინ, ჩვენი ევროპული სურვილების ასრულებისკენ, – აღნიშნული განცხადება პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ გააკეთა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე უნდა იყოს მხოლოდ ერთი და არა ბოლო წინსვლა, საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის გზაზე.

“მიგვაჩნია, რომ ევროპა არის ჩვენი საერთო მომავალი – ერთად ვიაროთ ამ გზაზე!“ – განაცხადა ხულორდავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0