ჩვენ გავაგრძელებთ, ვიყოთ რეფორმების ფლაგმანი; ვიყოთ ისინი, ვინც ხელს უწყობს საქართველოს, საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებები ჰქონდეს

13/07/2018

“ჩვენ გავაგრძელებთ, ვიყოთ რეფორმების ფლაგმანი; ვიყოთ ისინი, ვინც ხელს უწყობს საქართველოს, საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებები ჰქონდეს”-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს საკომიტეტო მოსმენაზე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში გამოსვლისას განაცხადა.

„ყველა რეფორმაზე, ყველა პროექტზე ვერ შევჩერდები, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ მომავალში ჩვენ გავაგრძელებთ, ვიყოთ ფლაგმანი რეფორმებისა; ვიყოთ ისინი, ვინც საქართველოს ხელს უწყობს, საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებები ჰქონდეს, და გავაგრძელებთ, რომ ვიყოთ ერთ-ერთი წამყვანი უწყება ელექტრონული მმართველობის დარგში, რადგან მინდა, ხაზგასმით ვთქვა ის, რომ, მაგალითად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრი გახლდათ ის პირველი სახელმწიფო უწყება, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა და რომელიც, სერვისების განვითარების სააგენტოს და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თუ ჩვენს სხვა სსიპ-ებთან ერთად არიან პროგრესის და ელექტრონული მმართველობის გზაზე საქართველოს პოზიტიური იმიჯის შემმუშავებელი სხვა უწყებებთან ერთად“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0