ჩვენ არ გადაგვიწურია იმედი, რომ შესაძლებელია საარჩევნო სისტემა შეიცვალოს

26/04/2016

ჩვენ არ გადაგვიწურია იმედი, რომ შესაძლებელია საარჩევნო სისტემა შეიცვალოს, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე.
როგორც მან აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, სწორედ იმ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რომლითაც შესაძლებელია არჩევნები ჩატარდეს.
გოგორიშვილის თქმით, საარჩევნო სისტემის შეცვლის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არის.

„ჩვენ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები რამდენიმე თვეა უკვე ერთად ვმუშაობთ და ჯერ კიდევ არ გადაგვიწურია იმედი, რომ შესაძლებელია სისტემა შეიცვალოს. ამის იმედს გვაძლევს ის ახალი რეალობა, რაც არის პარლამენტში, რადგან საარჩევნო კოდექსის ცვლილებას სჭირდება 76 ხმა და დღევანდელი პარლამენტი ამის შესაძლებლობას იძლევა“, – განაცხადა გოგორიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0