“ქართული ოცნების“ წარმომადგენლის აზრით, კონსტიტუციაში ბევრი საკითხია გადასახედი და საარჩევნო სისტემაზე გადაწყვეტილება “ამოგლეჯილად“ არ უნდა იყოს მიღებული.
“საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მე იმ აზრზე ვრჩები, რისი ინიცირებაც ჩვენ პარლამენტში მოვახდინეთ, განვიხილეთ და მხარი დავუჭირეთ. უბრალოდ, მაშინ არ იყო საკმარისი ხმები იმისთვის, რომ საკითხი კენჭისყრაზე დაგვეყენებინა, რადგან ჩვენს მიერ წარმოდგენილ ვარიანტს ოპოზიცია მხარს არ უჭერდა. ამასთან, აქ არის ერთი საკითხი – თუკი ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებს კომპლექსურად შევხედავთ, მაშინ გააჩნია საერთოდ რაზე ვსაუბრობთ. თუკი საზოგადოება და უმრავლესობა შეთანხმდება, შეჯერდება ორპალატიან პარლამენტთან დაკავშირებით კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის ამოქმედებაზე, რომელიც უბრალოდ ვერ ამოქმედდა, რადგან ქვეყანაში შესაბამისი პირობები ჯერ არ არის, მაშინ რას ვამბობთ?! ორპალატიან პარლამენტთან დაკავშირებით კონსტიტუციაში არის ჩანაწერი და თუ ვსაუბრობთ ამ ნორმის ამოქმედებაზე, მაშინ რა ვქნათ?! იქნებ საზოგადოება ან ნორმის ამოქმედებაზე თანხმდება?! პროექტი ამ სახით შემოტანილი იყო კიდეც საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, სადაც საუბარია იმ ნორმის შეცვლაზე, რომელიც ორპალატიანი პარლამენტის ამოქმედებას უშლის ხელს. ამიტომ კონტექსტიდან ამოგლეჯილად, მხოლოდ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საუბარი, თუ სხვა ცვლილებებს არ შევეხებით, არა მგონია, სწორი იყოს. ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში შესაძლებლობა გვეძლევა კონსტიტუციაში ცვლილებებს კომპელქსურად შევხედოთ და გავასწოროდ ყველაფერი, რაც შესწორებას საჭიროებს. თუკი საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუცია უნდა გავასწოროთ, ეს ბევრ საკითხს ეხება – დაწყებული კონსტიტუციის პრეამბულიდან, დასრულებული კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურამდე. ამ ყველაფერს კომპექსურად უნდა შევხედოთ და არა ცალკე ამოგლეჯილად საარჩევნო სისტემას. არავინ გაურბის იმ საკონსტიტუციო ინიციატივაზე მსჯელობას, რომელიც პარლამენტში ჩვენს მიერ არის ინიცირებული, მომზადებული, ჩვენ ის განვიხილეთ, კენჭისყრამდე მივიტანეთ, მაგრამ იმის გამო, რომ არ იყო პოლიტიკური ნება ოპოზიციის მხრიდან, ვერ დავუჭირეთ მხარი“
ჩვენს მიერ წარმოდგენილ ვარიანტს ოპოზიცია მხარს არ უჭერდა
01/11/2016