ჩვენი რეგიონი წლებია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან

23/01/2020

USAID/Zrda-ს და BP საქართველოს ერთობლივი პროექტის, თემების განვითარების პროგრამის ფარგლებში, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი და BP-ის ხელმძღვანელი საქართველოში ანა დეივისი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზაში იმყოფებოდნენ და ერთობლივად მხარდაჭერილი პროექტები ადგილზე დაათვალიერეს. USAID/Zrda და BP საქართველო ერთობლივად ახორციელებენ თემის განვითარების ინიციატივებს, რომლებიც ფოკუსირებულია სოფლის მეურნეობის, ბიზნესისა და თემის განვითარებაზე შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის 41 სოფელში.

“ჩვენი რეგიონი წლებია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რაც ხელს უწყობს საერთო მიზნების დროულ და ეფექტურ განხორციელებას. მცირე გრანტების პროგრამით უკვე ათეულობით ადგილობრივმა ისარგებლა, რამაც ხელი შეუწყო მათ ეკონმიკურ თუ პროფესიულ გაძლიერებას. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ პარტნიორობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.” – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

მიმდინარე პროექტი ხორციელდება ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“-ს საშუალებით, რომელიც USAID/Zrda-ს და BP საქართველოს პარტნიორია შიდა ქართლის რეგიონში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0