ჩვენი მხრიდან რაც გასაკათებელი იყო ყველაფერი გაკეთებულია

25/04/2016

“ჩვენი მხრიდან რაც გასაკათებელი იყო ყველაფერი გაკეთებულია და ცუდ სიურპრიზებს არ უნდა ველოდეთ”
იუსტიციის მინისტრმა აღნიშნული განცხადება დღეს ბრიუსელში, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის განხილვა დაიწყო. აღნიშნული საკითხის პირველ განხილვას ევროპარლამენტის კომიტეტში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად დაესწრო.
“კომიტეტზე ნათლად ჩანდა, რომ ყველა პოზიტიურადაა განწყობილი, ყველა ერთხმად აღიარებს რომ რეფორმები რაც გასატარებელი იყო წარმატებით გატარდა. ვფიქრობ, ცუდ სიურპრიზებს არ უნდა ველოდეთ, რაკი ჩვენი მხრიდან სამოქმედო გეგმა ზედმიწევნითაა შესრულებული. ყველაფერი გაკეთებულია, რაც გასაკეთებელი იყო”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
“ევროპის სახალხო პარტიის” წევრი, ბულგარელი დეპუტატი მარია გაბრიელი პოზიტიური ანგარიშით წარსდგა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციის და შინაგან საქმეთა კომიტეტის წინაშე. ევროკომისიის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს საქართველოს გადაყვანას, იმ სახელმწიფოთა ჯგუფში, რომლის მოქალაქეებიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ. ა
საკანონმდებლო ინიციატივა მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა, დიმიტრის ავრამოპულოსმა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს 9 მარტს წარუდგინა. კომიტეტის სხდომა იუსტიციის მინისტრმა შეაფასა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0