დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ USAID-ის პროექტ ,,ZRDA“-ს წარმომადგენლებთან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ გამგებელთან ერთად შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან. პრეზენტაციის სახით სტუმრებმა ადგილობრვებს სააგენტოს მიერ დაფუძნებული ტექნოპარკის წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ.
თუ გაქვთ რაიმე ინოვაციური იდეა და ფიქრობთ რომ თქვენი იდეა აუცილებლოად გახდება მოგების მომტანი, მაშინ ტექნოპარკის სერვისები, რომლებიც უფასოა თქვენთვის არის მისაღები.
საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ამოცანაა ინოვაციებისთვის ინფრასტრუქტურა ყველა რეგიონში იყოს წარმოდგენილი. პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით ფილიალის გახსნა ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც იგეგმება.
დღევანდელ შეხვედრაზე სააგენტოს თანამშრომლებმა საზოგადოებას აცნობეს მემორანდუმის შესახებ, რომელიც გუშინ ზუგდიდში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და USAID-ის პროექტ ,,ZRDA“-ს შორის გაფორმდა.ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რეგიონებში ინოვაციებსა და საერთო სამეწარმეო გარემოს განავითარებს.
შეხვედრაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა საინტერესო პრეზენტაციისთვის და ხაზი გაუსვა ტექნოპარკის მნიშვნეობაზე, რომელიც დამწყებ ინოვატორებს წარმატებული ბიზნესის წამოწყებაში უწობს ხელს.
დავით შერაზადიშვილი- ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი:
ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა დღეს ბოლნისში. სასიხარულოა, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს რომ თქვენი დაინტერესების არეალში ბოლნისიც მოხვდა . ვიცით, რომ არც თუ ისე დიდი ხანია საქართველოში ტექნოლოგიური პარკი გაისხნა, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას მაღალტექნოლოგიურ დანადგარებთან და თავისუფალ სივრცეში უნიუკალური შესაძლებლობა ეძლევათ დამწყებ კომპანიებსა და იდეებით სავსე ახალგაზრდებს, ჰქონდეთ წვდომა მოწინავე ცოდნასა და გამოცდილებასთან ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით. მუნიციპალიტეტი მზად არის თანამონაწილეობა მიიღოს ამ პროექტის განხორციელებაში და ჩვენი მხრიდან იქნება ყოველგვარი ხელშეწყობა, რაც ბოლნისში ტექნოპარკის უმოკლეს ვადაში გახსნას შეუწყობს ხელს. ადგილობრივი თვითმმართველობა ორიენტირებულია ახალგაზრდებს ხელი შეუწყონ ყველა სასიკეთო ინიციატივაში და მიგვაჩნია, რომ ეს იქნება უნიკალური შანსი ბოლნისმა ახალი სიცოცხლე შეიძინოს”.
გიორგი ლალიაშვილი – ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი
,,დღევანდელი ღონისძიება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გუშინ ზუგდიდის ტექნოპარკში, ინოვაციებიებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და USAID-ის პროექტის ,,ZRDA“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და ჩვენი სააგენტო ითანამშრომლებენ საქართველოს რეგიონებში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ტრენინგებისა და სხვა გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას. ვგეგმავთ, რომ გავაგრძელოთ მსგავსი გასვლები რეგიონებში და სხვადასხვა რეგიონს გავაცნოთ თუ როგორ დავიწყებთ და გავაგრძელებთ მათ ხელშეწყობას მეწარმეობაში. დღეს ბოლნისში გავმართეთ პრეზენტაცია ჩვენი გეგმების შესახებ.
რაც შეეხება იმ რეგიონალურ ცენტრებსა და ჰაბებს, რომლებსაც ინვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო საქართველოს რეგიონებში ხსნის, ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი , რადგან ჩვენ გვჯერა, რომ ნიჭი და ადამიანური რესურსი არის საქართველოს რეგიონებში და ვთვლით, რომ ამ ნიჭის გამოყენება და მისი უტილიზაცია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი“.
ჩვენი მხრიდან იქნება ყოველგვარი ხელშეწყობა
02/11/2016