ჩვენი მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ, მინდა გამოვხატო ჩვენი სამძიმარი და გურიაში დაღუპულთა ოჯახებს მინდა ვუთხრა, რომ მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, გურიაში დიდი ტრაგედია დატრიალდა და ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის.
„კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გურიაში დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, ყველას- თქვენ, ჩვენს საზოგადოებას. დიდი ტრაგედია დატრიალდა გურიაში. ამ სტიქიურმა უბედურებამ შეიწირა 2 ახალგაზრდა ბავშვისა და ერთი ხანდაზმული ქალბატონის სიცოცხლე. ჩვენი მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ, მინდა გამოვხატო ჩვენი სამძიმარი და ვუთხრა ოჯახებს, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას. ეს მართლაც ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, გეოლოგების მიერ 2 დღის მანძილზე შემოწმებული იქნა 237 მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, 31 ინფრასტრუქტურული ობიექტი და შეგუბების 9 უბანი, სტიქიის ზონიდან ამ ეტაპზე, განსახლებას დაექვემდებარა 105 ოჯახი. ირაკლი ღარიბაშვილმა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს თხოვნით მიმართა, რომ მიჰყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების და შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციებს.
„მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა გურიაში დღეის მდგომარეობით. ჩემი დავალებით მობილიზებულ იქნა ყველა სახელმწიფო უწყება. აქვე მინდა განვმარტო, რომ სტიქიური კერები იყო 22 ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთში, ლანჩხუთში 15. დღეის მდგომარეობით ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 11 ლოკაციაზე წერტილოვნად არის ავტომანქანით გადაადგილების შეზღუდვა. სტიქიის პირველივე დღიდან გურიის რეგიონში სამაშველო ღონისძიებაში 200 მაშველი იყო მობილიზებული და ჩართული. ჯამში, უსაფრთხო ადგილზე გამოყვანილია 142 ადამიანი. გეოლოგების მიერ 2 დღის მანძილზე შემოწმებული იქნა 237 მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, 31 ინფრასტრუქტურული ობიექტი და შეგუბების 9 უბანი. სტიქიის ზონიდან ამ ეტაპზე, განსახლებას დაექვემდებარა 105 ოჯახი. აქვე მინდა თხოვნით მივმართო ამ ოჯახებს, რომ აუცილებელია ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება. აუცილებელია მათი დროებით გადაყვანა უფრო უსაფრთხო ადგილას. ამიტომ, მივმართავ ოჯახებს, რომ მიჰყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების და შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციებს. ასევე გეტყვით, რომ მუნიციპალიტეტის მიერ სასტუმროებში განთავსებულია 110 მოქალაქე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, პირველ დღეს ოზურგეთში გათიშული იყო რვა ათასი აბონენტი. დღეს სრულად აღდგენილია ყველა მათგანი. ლანჩხუთში სტიქიის დღეს გათიშული იყო 7 ათასი აბონენტი, დღეის მონაცემებით დარჩენილია მხოლოდ 250 აბონენტი. დღის ბოლომდე კი 200 აბონენტს აღუდგება დენი.
„ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან ჩატარებულია ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები. აღდგენილია როგორც ფეხით, ისე ტრანსპორტით გადაადგილება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად სასმელი წყალი ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას სრულად მიეწოდება უკვე. რაც შეეხება ელექტროენერგიას, პირველ დღეს ოზურგეთში გათიშული იყო რვა ათასი აბონენტი. დღეს სრულად აღდგენილია ყველა მათგანი. ხოლო ლანჩხუთში სტიქიის დღეს გათიშული იყო 7 ათასი აბონენტი, დღეის მონაცემებით დარჩენილია მხოლოდ 250 აბონენტი. დღის ბოლომდე 200 აბონენტს აღუდგება დენი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სტიქიის პირველ დღეს ოზურგეთში და ლანჩხუთში გათიშული იყო 3627 აბონენტი, დღეის მდგომარეობით, ბუნებრივი აირი არ აქვს 791 აბონენტს, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები სოფლებში, რის შემდეგაც აღდგება გაზის მიწოდება. პრემიერ-მინისტრის თქმით, რეგიონებიდან მუნიციპალიტეტების და ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი უკვე დაურიგდა 235 ოჯახს. პროცესი გაგრძელდება, სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში დაუდგება სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს.
„რეგიონებიდან მუნიციპალიტეტების და ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი უკვე დაურიგდა 235 ოჯახს. პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში დაუდგება ამ ოჯახებს. ჩვენ დავითვლით სტიქიის შედეგებს, ზიანს და მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას, ვისაც ეს სტიქიური უბედურება შეეხო. რაც შეეხება გაზს, სტიქიის პირველ დღეს ოზურგეთში და ლანჩხუთში გათიშული იყო 3627 აბონენტი. დღეის მდგომარეობით, ბუნებრივი აირი არ აქვს 791 აბონენტს, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები სოფლებში. ამის შემდეგ უკვე კომპანია „სოკარი” აღადგენს გაზის მიწოდებას. ოზურგეთში და ლანჩხუთში სტიქიის შედეგად დაზიანებულია ჯამურად 100 ხიდი და მილხიდი. აი ეს მდგომარეობაა. მობილიზებულია ყველა სახელმწიფო უწყება. კიდევ ერთხელ, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო – მაშველებს, ყველა კომპანიას და სახელმწიფო უწყებას, რომლებიც ჩართულები იყვნენ, ადგილობრივ ხელისუფლებას. ჩვენი დეპუტატები, პარლამენტის წევრები, პარტიის ხელმძღვანელობა ადგილზე იყვნენ ჩასული, ასე რომ, ჩვენ მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით ჩვენს ხალხს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.