თბილისის ეროვნულ პარკში, საბადურის ტყის მონაკვეთზე, რეინჯერთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და კახა კაკაბაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით იოსებაშვილი, საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია დაცული ტერიტორიების გაფართოება და ახალი დაცული ტერიტორიების შექმნაა. ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები გავწიეთ. დღეისთვის, დაცული ტერიტორიების ფართობი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს შეადგენს. ამ უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას სჭირდება დაცვა, მოვლა, მოფრთხილება, პატრონობა. რეინჯერთა პასუხისმგებლობა ამ საქმეში არის ძალიან დიდი; ისინი ასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს ბუნების დაცვის საქმეში; მათი წვლილი არის ფასდაუდებელი. რეინჯერის დღის აღნიშვნის ფარგლებში, ყველა გამორჩეული რეინჯერი, რომელიც თავის საქმიანობაში არის წარმატებული დავაჯილდოვეთ; გავიხსენეთ ყველა ის რეინჯერი, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად დაიღუპა და მათ ხსოვნას პატივი მივაგეთ. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება არის გმირობის ტოლფასი. სახელმწიფო ზრუნავს, რომ რეინჯერებს ჰქონდეთ როგორც სათანადო სამუშაო პირობები, ასევე სოციალური გარანტიები, იმისთვის, რომ მათ ღირსეულად შეასრულონ საკუთარი საქმე“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.