„კარგია, რომ მაღალი დონის ვიზიტები გვაქვს – იცით, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე იმყოფება, ასევე, საქართველოშია ფინეთის მეგობრობის ჯგუფი. ამ დროს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეგობრების მხრიდან მხარდამჭერი სიტყვების მოსმენა. მოხარული ვარ, რომ საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით პარლამენტი ვაქტიურობთ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
როგორც ბიუროს სხდომაზე აღინიშნა უახლოეს პლენარულ სხდომაზე დეპუტატები მოისმენენ და იმსჯელებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშს. შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, სავარაუდოდ, 11 მაისს, მინისტრის საათის ფორმატში, პარლამენტი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრს მოუსმენს.