ჩემს ფულს მთლიანად საქართველოს ვახმარ, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. ივანიშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა იმასთან დაკავშირებით, გაყიდა თუ არა რუსეთში ბიზნესი და აქვს თუ არა ბიზნესი საქართველოში.
”დიდი ხანია რუსეთში ყველაფერი გავყიდე, რაც შეეხება საქართველოს, სამწუხაროდ, აქ ბიზნესი არ მაქვს. მაგრამ ჩემს ფულს მთლიანად საქართველოს ვახმარ. ეს რამდენჯერმე მითქვამს და ჟურნალისტები ყურადღებას არასდროს აქცევენ, ჩემი ხარჯების 98-99% ბოლო 20 წლის განმავლობაში რასაც ვხარჯავ, იქიდან 2% თუ მიდის ჩემს საკუთარ ოჯახზე და საკუთარ მოხმარებაში. მინიმუმ 90%-ს ისევ საერთო ქვეყანას მოვახმარ. სამწუხაროდ, ბიზნესის სახით ეს ვერ მოვახერხე, მაგრამ საუნივერსიტეტო ქალაქი და სამეცნიერო ცენტრი მილიარდ დოლარამდე დაჯდება”, – განაცხადა ივანიშვილმა.