მე ვაპირებ ჩემი უფლებების და რეპუტაციის დაცვისთვის ბრძოლას, – ამის შესახებ ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა მედიის წარმომადგენლებს მთავარ პროკურატურაში შესვლამდე განუცხადა.
რამიშვილი პროკურატურასთან მეუღლესა და ადვოკატთან ერთად მივიდა, თუმცა დაკითხვაზე საგამოძიებო ორგანოში ის მხოლოდ ადვოკატთან ერთად შევიდა.
როგორც რამიშვილმა აღნიშნა, საქმეზე ძიება ორი დღის წინ მის მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე არის დაწყებული.
ამასთან, რამიშვილის ინფორმაციით, გამოძიება სავარაუდოდ, დაკითხავს თათია სამხარაძეს და ასევე ”იმედის” დირექტორ გიორგი ბახტაძეს.
მსახიობი თათია სამხარაძე შალვა რამიშვილს მის მიმართ სექსუალური ხასიათის შევიწროებაში ადანაშაულებს. აღნიშნულის გამო მსახიობი ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.