ჩემთვის ცხადია, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის დაკანონებული ურთიერთობა

14/04/2016

ჩემთვის თავისთავად ცხადია, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის დაკანონებული ურთიერთობაა და არანაირი რეფერენდუმი ამას არ სჭირდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

„ჩემთვის პირადად თავისთავად ცხადი რამეა, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის დაკანონებული ურთიერთობა. ეს პარლამენტის პრეროგატივაა, თუ ისინი ჩათლიან საჭიროდ, რომ ეს იმდენად საკამათო საკითხია, რომ რეფერენდუმი სჭირდება, ალბათ, პარლამენტის წევრები შეაფასებენ ამას. ჩემთვის ეს თავისთავად ცხადი რამ არის და არანაირი რეფერენდუმი ამას არ სჭირდება“, – განაცხადა სერგეენკომ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0