ჩაქვში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

06/10/2017

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩაქვი-ხალას საავტომობილო გზის 190 მეტრიამ მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის განსახორციელებლად აჭარის საგზაო დეპარტამენტმა 241 141 ლარი დახარჯა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყო ნიაღვარმიმღები ჭები, ჩამოისხა ბეტონის ბორდიურები, სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტის საფარი და ტროტუარები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში წელს სასოფლო გზების მოსაწესრიგებლად 35 კმ-ზე მეტი ასფალტისა და 21 კილომეტრამდე ბეტონის საფარი მოეწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0