ჩარხისწყლის ხიდთან სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

12/04/2016

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, ჩარხისწყლის ხიდთან დაიწყო ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები.
როგორც არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა ზურაბ ქიტიაშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანაპიროს მხრიდან რკინა ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა.
მისივე განმარტებით. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ლითონის მოაჯირის მონტაჟი, ტროტუარის, საფეხმავლო ბილიკისა და ბორდიურების მოწყობა. ტერიტორიაზე განთავსდება საპარკო სკამები და ურნები, ასევე დაგეგმილია გამწვანების სამუშაოები.
უნდა აღინიშნოს, რომ არსებული ადგილი წლებია მოუწესრიგებელი იყო. ახალი სკვერი კი მიმდებარე დასახლებას მნიშვნელოვნად გაალამაზებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0