შშმ ბავშვებისთვის სოციალური პაკეტის ოდენობა 180 ლარამდე გაიზრდება

23/06/2016

პირველი ჯგუფის შშმ პირებისა და შშმ ბავშვებისთვის სოციალური პაკეტის ოდენობა 180 ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი ინფორმაციით, მთავრობის მომავალ სხდომაზე, რომელიც შემდეგ კვირაში იგეგმება, წარდგენილი იქნება დადგენილება, რომლის მიხედვითაც, პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს გაეზრდებათ სოციალური პაკეტის ოდენობა და 180 ლარი გახდება.
სერგეენკოს თქმით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ზრუნვა სახელმწიფოს ღირსების საკითხია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0