საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის კმ1-კმ5 (შუხუთი-აცანა) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის გადაადგილება აცანას მიმართულებით შესაძლებელია ოზურგეთი-მამათის გზის გავლით. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შუხუთი-აცანას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
09/02/2020