შუახევის მუნიციპალიტეტის შუბანი-ჩირუხის (ყურთისონი-შუბნის მონაკვეთზე) საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები დაიწყო.
პროექტს აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს ,,ბონდი-2009“ აწარმოებს.
პროექტის ფარგლებში გზაზე მოეწყობა გაბიონები, საყრდენი კედლები, წყალგამტარი მილები, დაიხრეშება გზის სავალი ნაწილი. მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ შავი საფარი გზის 2,34 კმ-ზე დაეგება.
მიმდინარე სამუშაოები ტარიელ ებრალიძემ დაათვალიერა.