შუახევის მუნიციპალიტეტში 10 კმ. გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

27/09/2022

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზაზე, შუახევის მუნიციპალიტეტში, 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო გზის რელიეფი მთიანია და როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადის. გზის მონაკვეთი იწყება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) — ახალციხის საავტომობილო გზის 59-ე კილომეტრზე და ამავე გზის 68-ე კილომეტრზე სრულდება. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, გაუმჯობესდება გზის ტექნიკური პარამეტრები, რეაბილიტირდება საგზაო სამოსი, 1 ხიდი, შეკეთდება კიუვეტები და არსებული ხელოვნური ნაგებობები; ცალკეულ მონაკვეთებზე გაგანიერდება გზის სავალი ნაწილი; ახლიდან მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ეზოში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და შეკეთდება მოსაცდელები; მოინიშნება გზის სავალი ნაწილი, განახლდება საგზაო ნიშნები და შემოფარგვლები, რაც უზრუნველყოფს ავტომობილებისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო მოძრაობას. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) — ახალციხის საავტომობილო გზა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას აკავშირებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონთან, ასევე წარმოადგენს საგზაო კავშირს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფისა და ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზებთან. გზის რეაბილიტაციის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 11 მილიონი ლარით ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0