შუაფხოს სკოლის დირექტორს მეათე შვილი შეეძინა

01/03/2016

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოს სკოლის დირექტორს,ირმა ცქიფაშვილს მეათე შვილი შეეძინა.მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილემ გოჩა ზეიკიძემ,დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად,საავადმყოფოში მოინახულეს მრავალშვილიანი დედა.მიულოცეს ახალშობილის დაბადება და გადასცეს ფულადი და სიმბოლური საჩუქრები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0