შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას „სილქნეტი“ შეუერთდა

21/10/2016

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. აღნიშნულ კამპანიაში კომპანია „სილქნეტი“ ჩაერთო. „სილქნეტის“ თანამშრომლებმა შს სამინისტროს მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული სტიკერები თავიანთ ოფისებში დაარიგეს და კომპანიის ავტომობილებზე გააკრეს. ასევე კომპანია „სილქნეტის“ ტელეარხების ეთერში შს სამინისტროს კამპანიის სოციალური საინფორმაციო ვიდეორგოლი რამოდენიმე კვირის განმავლობაში განათავსეს. შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0