სტატისტიკის თანახმად, 2015 წლის დეკემბერი 465 962 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 7%-ით მეტია.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი – 155 048 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 33,3%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 6,2%);
ბ) ტრანზიტი – 89 141 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19,1%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 2,2%);
გ) სხვა – 221 773 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 47,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 9,6%).
რაც შეეხება იანვარ-დეკემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 897 685 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე 7%-ით მეტია.
2015 წლის დეკემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან (+3,8%), თურქეთიდან (+1,8%), აზერბაიჯანიდან (+4,6%), რუსეთიდან (+13,3%) და უკრაინიდან (+10,3%) განხორციელდა.
ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-დეკემბერშიც გამოირჩნენ იტალია, ლიტვა, ლატვია და გერმანია (შესაბამისად 15%, 13%, 13%, და 10%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (29%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (51%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (40%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბათა გაერთიანებული საემიროები – 675% და საუდის არაბეთი – 80%-იანი მატებით.
აღსანიშნავია საქართველოში შემოსული ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა.