შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდსა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურს შორის სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

29/03/2018

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდსა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურს შორის სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალიამ, სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ და აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის სახელით, მაიორი კვინტინ დოლმა მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია პროექტის „მცირე საოჯახო ტიპის სახლი მძიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის“ განხორციელება. პროექტი მიზნად ისახავს სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისათვის 300-350კვ.მ. შენობის აგებას, რომელიც გამოყენებული იქნება, როგორც მცირე საოჯახო ტიპის სახლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის.
პროექტის განხორციელება 2018 წლის ბოლომდე დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0