შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ტრენინგი ჩატარდა

10/11/2016

შრომის უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების მიზნით,ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის, სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსა და ა(ა)იპ დემოკრატიის ინსტიტუტის პარტნიორობის ფარგლებში, ბათუმში სასტუმრო ,,ლეოგრანდის” 93 თანამშრომელს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ 2 დღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგი ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით ჩატარდა, შრომის უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების მიმართულლებით თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება .

Tweet about this on TwitterShare on Facebook0