შრომის ინსპექცია იმერეთში ახალი რეგულაციების კონტროლს ამკაცრებს

09/10/2020

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე, ქუთაისში, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე და იმერეთის რეგიონის უფროსი, სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე და შემოსავლების სამსახურის იმერეთის რეგიონის უფროსი ესწრებოდნენ. მხარეებმა იმერეთის რეგიონში არსებულ ვითარებასა და რეგულაციების კონტროლის გამკაცრებაზე ისაუბრეს. შრომის ინსპექცია მოქალაქეებს და ბიზნეს სექტორს იმ რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს, რომლებიც ბიზნესის აქტიური მხარდაჭერითაა შემუშავებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0