ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განხორციელებული პროექტების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი თოფურიამ, რწმუნებულის მოადგილემ, ზვიად ჭუნაშვილმა და რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ, ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს, მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით რეკომენდაციები გააცნეს.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პირადად გაეცნენ ქუთაისის, აღმაშენებლისა და ორბელიანის ქუჩებზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს.
შოთა რეხვიაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად, ასევე, მოინახულა ე. წ. ჩიკაგოს სკვერში და თეატრის მიმდებარედ ახალი დასასვენებელი რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები.
რუსთავში, რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს მე-11 მიკრორაიონში სოციალური საცხოვრისის შენობისა და კოსტავას ქუჩაზე ფასადების რეაბილიტაციის პროცესი. აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული პროეტების მონიტორინგი ეტაპობრივად რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავში პროექტების მონიტორინგი განახორციელა
03/06/2019