ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სოფელ მუღანლოსა და ნორიოს მცხოვრებლებს შეხვდნენ. ღია დიალოგის ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოსახლეობამ ერთობლივად განიხილეს ადგილზე არსებული საჭიროებები და 2020 წლის პრიორიტეტები დასახეს. საუბარი შეეხო სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ მასშტაბურ რეფორმებს, რომელიც ბოლო პერიოდში განათლებისა და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 114 პროექტის შესრულება მიმდინარეობს, რომლის ჯამური ღირებულება 25 მილიონ ლარზე მეტია, აქედან ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 22 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
შოთა რეხვიაშვილი, სოფელ მუღანლოსა და ნორიოს მცხოვრებლებს შეხვდა
24/10/2019