შოთა რეხვიაშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

10/05/2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი, ოთარ შამუგია რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის, არსებული საჭიროებებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში საირიგაციო სისტემებთან დაკავშირებულ საკითხებს და მიმდინარე პროექტებს. კომპანიის წარმომადგენლებმა მხარის ხელმძღვანელი პირებისგან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან კონკრეტული რეკომენდაციები მოისმინეს, რომელიც მომავლი წლის სამოქმედო გეგმაში განისაზღვრება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0