ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი და რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა კომპანია ,,ჯეოსთილში“ საწარმოო პროცესს გაეცნენ და ადგილზე დასაქმებულებს გაესაუბრნენ. კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელ პირებს, საამქროების ფუნქციონირების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ.
შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეებმა, გარემოს დაცვის მიმართულებით განსახორციელებელ, კონკრეტულ, ღონისძიებებზე ისაუბრეს.
შოთა რეხვიაშვილი კომპანია ,,ჯეოსთილში“ საწარმოო პროცესს გაეცნო
27/10/2018