შოთა რეხვიაშვილი გარდაბანში ქართულ საინვესტიციო პროექტს გაეცნო

07/06/2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა კომპანია “ქართველის“ მიერ განხორციელებული ინვესტიციის ფარგლებში, სოფელ მარტყოფში, მიმიდნარე სამუშაოები მოინახულეს. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ეწყობა საწარმო, სადაც ქართული ბრენდის – “ჯიმშერის“ ალკოჰოლური სასმელის, ვისკის, წარმოების გაფართოება მოხდება. ქართველი ინვესტორები ადგილზე, ასევე გეგმავენ სხვადასხვა ჯიშის ვაზის გაშენებასა და მეღვინეობის მიმართულების გაძლიერებასაც. ამ ეტაპზე საწარმოს მშენებლობა და ტექნიკური ბაზით აღჭურვა მიმდინარეობს, შესაბამისად, ეწყობა გარე ინფრასტრუქტურაც. როგორც შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული პროექტი, ერთ-ერთი ნათელი მაგალითია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0