ახალ სასწავლო წელს, განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა, ქალაქ გარდაბნის #4 საჯარო სკოლა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. სკოლის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრნენ, ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ელიზაბედ რუდი და აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ოპერაციების აღმასრულებელი დირექტორი, ჯონათან ნეში.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, ადგილზე, პირადად, დაათვალიერეს საერთაშორისო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სკოლა და მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით, აგრეთვე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, სოფელ მატრყოფის #2 და სოფელ სართიჭალის #1 საჯარო სკოლებს.
შოთა რეხვიაშვილი გარდაბანში სკოლის გახსნის ცერემონიას დაესწრო
20/09/2018