შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში ორი ნარკორეალიზატორი დააკავა

Sunday December 16th, 2018

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ნ.ა. და 1997 წელს დაბადებული ა.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ფონიჭალაში დააკავეს.
ნ.ა.-ს შემთხვევაში დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო, ხოლო ა.მ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების დროს დაკავებულებისგან 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები შეიძინეს, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით ჰეროინს შეიცავს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0