საქართველოს მელიორაცია სარწყავი სეზონის პარალელურად სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
გორის მუნიციპალიტეტში, ნადარბაზევის წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში:
აღდგება ჯამში 18 კილომეტრი სიგრძის წყალგამანაწილებელი არხები;
მოეწყობა სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობება.
ჩატარებული სამუშაოები სოფელ ნადარბაზევის, შავშვების, ხურვალეთის, ნიგოზასა და ზემო რენეს 1000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის სტაბილურად მორწყვას უზრუნველყოფს.
შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება
06/06/2021