შიდა ქართლში, ზედა რუს სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია ხორციელდება

25/01/2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ შიდა ქართლში, ზედა რუს სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. ქარელის მუნიციპალიტეტში მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც, ჯამში, 52 კმ სიგრძის მაგისტრალური და წყალგამანაწილებელი არხების აღდგენასა და მონოლითური რკინაბეტონით მოპირკეთებას, 7 კმ-მდე დახურული ქსელის მოწყობასა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობის მონტაჟს ითვალისწინებს.
24 მლნ ლარის ღირებულების პროექტი მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფელ ქვემო ნიქოზის, საქაშეთის, საქაშეთის დევნილთა დასახლების, ფხვენისის, შინდისის, ვარიანის, სასირეთის არაშენდას, რუისის, ურბნისის, ბრეთის მეურნეობის ნაწილის 2500 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0