შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

30/08/2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტიში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კოდაში იმყოფებოდა და მოსახლეობას შეხვდა. რწმუნებულმა პირადად მოისმინა ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და ინიციატივები.

“მინდა, თითოეულ სოფელში მივიდე და პირადად შევხვდე ადგილობრივ მოსახლეობას, უშუალოდ მათგან მოვისმინო სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ინიციატივები თუ იდეები. კოდა საოკუპაციო ხაზის სოფელია და აქაურ მოსახლეობას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. აღსანიშანვია, რომ ქარელის მუნიციპალიტეტში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებიდან საგზაო ინფრასტრუქტურა მხოლოდ კოდაში იყო მოსაწესრიგებელი და წელს ეს პროექტიც დასრულდა. ადგილობრივებს განახლებული ინფრასტრუქტურით სარგებლობა უკვე შეუძლიათ.“ – აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.

ქარელის მუნიციპალიტეტში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საციხური-აბანო-კოდას 3,6 კმ -იანი გზის მონაკვეთისა და ხიდის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტი 2021 წელს დაიწყო და წელს დასრულდა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 486 010 ლარით დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0