შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ თემურ ხუბულური დაინიშნა

30/06/2021

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ თემურ ხუბულური დაინიშნა. მხარის რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ ახალი მოადგილე თანამშრომლებს უკვე წარუდგინა. თემურ ხუბულური 2012-2016 წლებში პარტიული სიით საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და პარტიას „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ წარმოადგენდა, ხოლო 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, როგორც გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი. ახალი მოადგილე სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებას ჩაიბარებს.
თემურ ხუბულური 1980 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია, სხვადასხვა წლებში კი მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი, ასევე, სპორტის დამსახურებული ოსტატი და არაერთი ტურნირის გამარჯვებულია ძიუდოში. იგი ერთადერთი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ორჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0