შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში მელიორაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

08/07/2021

საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით წითლიძემ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ვალერიან მჭედლიძესთან და მუნიიცპალიტეტების პირველ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე 2030 წლამდე პერიოდისთვის მელიორაციის დარგის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ასევემ თავით წითლიძემ შეკრებილებს ამ მიმართულებით განსახორციელებელი გეგმა გააცნო. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი სარწყავი ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაცია/მოდერნიზაციის 10-წლიანი პროგრამით, 2030 წლის ბოლოს, ქვეყნის მასშტაბით წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 227 000 ჰექტარზე მეტი, ხოლო დრენირებული ფართობი – 74 000 ჰექტარზე მეტი იქნება“,- განაცხადა დავით წითლიძემ. შეხვედრაზე კასპის მუნიციპალიტეტში, თეძამის წყალსაცავის მშენებლობასა და პროექტის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება. აღნიშნული წყალსაცავის მოწყობით, რეგულარულად 5 000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება. გლობალური დათბობისა და კლიმატური პირობების მკვეთრი ცვლილების გამო, წყლის რესურსების სწორად და ეფექტიანად გამოყენება სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება. შესაბამისად, წყალსაცავებისა და საირიგაციო ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მელიორაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ ასევე განიხილეს საირიგაციო სისტემებზე არსებული მდგომარეობა და რწყვის სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები. რეგიონში უკვე განხორციელებული და დაგეგმილი სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, კიდევ უფრო გაუმჯობესდება ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების წყალუზრუნველყოფა, შესაბამისად, გაიზრდება საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0