შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე ამჯერად ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტული საკითხები. ასევე, შეკრებილებმა სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება, ამავდროულად, ისაუბრეს ისეთ საკითხებზეც, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. რწმუნებულის თქმით, მსგავსი სახის შეხვედრა ერთჯერადი არ არის და სამომავლოდაც მოეწყობა.
შიდა ქართლის რწმუნებულმა ხაშურის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა
07/06/2021