შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე რეგიონის რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებზე. რეგიონის რწმუნებულის თქმით, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის თითოეულ სკოლას ჰქონდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურული პირობები, რათა მოსწავლეებმა უსაფრთხო და სრულფასოვან გარემოში შეძლონ განათლების მიღება. ასევე, იმსჯელეს იმ გამოწვევებზე, რაც აღნიშნული მიმართულებით ჯერ კიდევ არსებობს.
შიდა ქართლის რწმუნებული რეგიონის რესურსცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა
15/06/2021